logo
ENG



"გავცეთ პასუხი პუტინს!" - შაბათს დროა აქციას გამართავს

23 თებ 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/xlse8t9ae08cchw.jpg

"პასუხი პუტინს!" - ამ სახელწოდებით შაბათს, 26 თებერვალს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დროა უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავს.

"დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის "ბოროტების" იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აქტს ხელი მოაწერა.

საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. შაბათს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ერთად გავცეთ პასუხი პუტინს!" - ნათქვამია განცხადებაში.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.

21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.


close დახურვა